LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლიდან iPhone, Galaxy და ყველა სმარტფონი ერთნაირი დამტენით დაიტენება

101
iphone

ყველა ახალ სმარტფონს, პლანშეტსა და კამერას 2024 წლის ბოლოდან სტანდარტული დამტენი ექნება. ერთიანი ელექტრონული სისტემის შესახებ კანონი ევროპარლამენტმა მიიღო.

ახალი რეგულაციის თანახმად, სმარტფონების, ლეპტოპების და კამერების მწარმოებელ კომპანიებს ვალდებულება ექნებათ, გამოიყენონ სტანდარტული დამტენი, სულ მცირე, ევროპის მასშტაბით. კანონი ლეპტოპების მწარმოებლებს დამატებით დროს 2026 წლამდე აძლევს.

ცვლილება ეხება კომპანია Apple-საც, რომელიც iPhone-ისთვის საკუთარ USB Lightning-ს იყენებს, რომელიც Type C-სთან შედარებით გაცილებით უფრო ნელი და არაპრაქტიკულია, როგორც უშუალოდ ელექტროენერგიის, აგრეთვე მონაცემების ჩატვირთვის მიმართულებით.

USB-C-ს ამჟამად თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი და პლანშეტი იყენებს, გარდა Apple-ისა, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება რეალურად მხოლოდ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს შეეხება, რომელსაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირება მოუწევს.

სტანდარტიზების მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველა სმარტფონი, პლანშეტი, ყურსასმენი თუ სმარტ საათი ერთნაირი დამტენით დაიტენება, იქნება ეს Google Pixel, Samsung Galaxy თუ Apple iPhone.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g