LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის აპრილში საქართველოში თითქმის 55 მლრდ ლარის სესხი გაიცა

123
სესხები და დეპოზიტები

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.36%-ით გაიზარდა და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.47%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.22%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებულ არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას, მან 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 5.27%-ით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.06%-ით შემცირდა.

2024 წლის აპრილის ბოლოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.75% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 1.41 პროცენტული პუნქტით მეტია.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში  აშშ დოლარის წილმა 77.96%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g