LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

111
საგარეო ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიონ 563 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 მილიონ 036 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები