LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,2025 წელი მუსიკაში” – ,,ბილბორდმა” შემაჯამებელი რეიტინგები გამოაქვეყნა

117
photo-collage.png (16)

,,ბილბორდმა” 2025 შეაჯამა. ჟურნალმა წლის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში მიღწევების შედეგად, ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, სიმღერები და ალბომები დაასახელა. მათი ჩამონათვალი მუსიკალური ჟანრების მიხედვითაც წარადგინეს.

გამოცემამ სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა კატეგორიის ჰიტ-აღლუმში სინგლების და ალბომების გაყიდვების, რადიოროტაციისა და სხვა პარამეტრების თანახმად გამოაქვეყნა.

ტოპ არტისტებს შორის პირველი ადგილი, მორგან უოლენმა დაიკავა – შარშან ის მეორე იყო. მეორეზე კენდრიკ ლამარი, ხოლო მესამეზე – ტეილორ სვიფტი დასახელდა. ეს უკანასკნელი 2024-ში ლიდერ პოზიციას იკავებდა, ლამარი კი მეათეს.

საუკეთესო მომღერალთა რეიტინგში ასევე მოხვდნენ: საბრინა კარპენტერი (4), SZA (5), დრეიკი (6), ბედ ბანი (7), ბილი აილიში (8), Tyler, the Creator (9) და the Weeknd (10).

საუკეთესო სიმღერების ათეულის სათავეში ლედი გაგასა და ბრუნო მარსის Die with a Smile მოექცა. მეორე ადგილზე კენდრიკ ლამარისა და SZA-ს Luther, ხოლო მესამეზე – Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy) დასახელდა.

10 საუკეთესო ალბომის სიას, ტეილორ სვიფტი ლიდერობს. მეტიც, ის და მორგან უოლენი თემატურ ჩამონათვალში კიდევ ერთი დისკით მოხვდნენ. მეორე ადგილი სწორედ ამ უკანასკნელმა დაიკავა. სიის სამეულს კი, SZA ხურავს.

გამოვლინდნენ წლის ყველაზე წარმატებული ახალბედა შემსრულებლებიც.

საუკეთესო ახალ არტისტად, ალექს უორენი აღიარეს. მეორე ადგილი Hunter/x-ს, მესამე BigXthaPlug-ს, მეოთხე sombr-ს, ხოლო მეხუთე – The Marías-ს მიანიჭეს.

ცნობისთვის, ,,ბილბორდი” საკუთარ ჩარტებზე დაყრდნობით შემაჯამებელ რეიტინგებს, 1946 წლიდან აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები