LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის გაზაფხულიდან ავიაკომპანია EasyJet თბილისიდან ფრენებს სამი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს

142
EasyJet

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet, რომელიც 2025 წლის გაზაფხულიდან თბილისიდან ფრენებს იწყებს, სოციალურ ქსელში აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეორგოლს აქვეყნებს და მოგზაურებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

EasyJet საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებითაც დაიწყება, ასევე კვირაში ორი სიხშირით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები