„სმარტი“ 2025 წელს აჯამებს – ახალი ფილიალები, განახლებული შეთავაზებები და მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი ნდობა მარკეტების ერთ-ერთ მსხვილ ქსელს საქართველოში მიმდინარე წლის მომავალი ნაბიჯების მკაფიო ხედვით დასრულების საშუალებას აძლევს.
ქეთი ნიკოლეიშვილი, მარკეტების ქსელის „სმარტი“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე:
– 2025 წელი „სმარტისთვის“ ნამდვილად ნაყოფიერი იყო. ჩვენი ქსელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა, გავხსენით ახალი მარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე უკვე ბევრგან შეგიძლიათ შეიაროთ „სმარტში“, დააგემოვნოთ ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტები, დაისვენოთ კომფორტულ გარემოში და ისე განაგრძოთ გზა.
სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით არაჩვეულებრივი ფილიალი ბორჯომში, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე. საკმაოდ დიდი ობიექტია, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების სრული ასორტიმენტი. ვგეგმავთ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ასევე სტრატეგიულ ადგილას და ამით დავასრულებთ წლევანდელ წელს – ეს იქნება ჟინვალის ფილიალი, რომელიც უკვე გუდაურისკენ მიმავალ მომხმარებელს დახვდება გზად და შესთავაზებს ყველა მის ბენეფიტს.

იქიდან გამომდინარე, რომ „სმარტი“ გასცდა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებული მარკეტების ქსელის კონცეფციას, ე.წ. Convenience Store-ს, რადგან ბრენდი მომხმარებლისთვის უკვე კომფორტთან, დასვენებასთან, გემრიელ კვებასთან, განსაკუთრებულ პროდუქტთან ასოცირდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველგან დავხვდეთ მომხმარებელს. ამიტომ რეგიონული მასშტაბით განვითარებას გავაგრძელებთ – 2026 წელს 10 ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ.
აქვე გამოვყოფდი ნაყოფიერ თანამშრომლობას შეფ ავთანდილ ცეცხლაძესთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა ახალი „სმარტული“ ჰოთ-დოგი და კეცილი ხაჭაპური და ლობიანი. ეს არის თხელი, ტაფის ოთხად გაკეცილი ხაჭაპური და ლობიანი (მიწოდებაც კი განსხვავებული გავაკეთეთ მომხმარებლისთვის), რომლებიც ძალიან შეიყვარა მომხმარებელმა. თუმცა ისინი ყველგან არ არის და ნელ-ნელა ვამატებთ ჩვენს ფილიალებში. კეცილის ისტორია არგვეთის დიდ ფილიალში დაიწყო და ამ ობიექტის ჩათვლით, ჩვენი კეცილი ხაჭაპურისა და ლობიანის დაგემოვნება ამ ეტაპზე შეგიძლიათ გუდაურის და ბორჯომის ფილიალებში, თბილისიდან გასასვლელ გზაზე აღმაშენებლის ხეივანში მდებარე „სმარტში“ და ლილოს ფილიალში, კახეთისკენ გზაზე. შეფ ავთოსთან თანამშრომლობას, ცხადია, გავაგრძელებთ და ახალ პროდუქტებს 2026 წელს მასთან ერთად წარვადგენთ.

რაც შეეხება წინასაახალწლო შეთავაზებებს, ამას ჯერ სიურპრიზად დავტოვებთ, თუმცა თუ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაში ბრძანდებით ჩართული, „სმარტში“ ყოველთვის დაგხვდებათ აქციები სხვადასხვა პროდუქტზე, განსაკუთრებით ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საყვარელ სნექებზე. აპლიკაციის გატარებით მუდმივ რეჟიმში მიიღებთ უამრავ სარგებელს „სმარტში“. მაგალითად, ახლა, ბორჯომის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ორკვირიანი აქცია გვაქვს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება როგორც „სმარტულ“ ჰოთ-დოგზე, ისე კეცილ ხაჭაპურსა და ლობიანზე.