LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2028 წლიდან Hyundai-ის ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტები დაიწყებენ მუშაობას

140
2028 წლიდან Hyundai-ის ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტები დაიწყებენ მუშაობას

Hyundai გეგმავს, რომ 2028 წლიდან ადამიანის მსგავსი რობოტების დანერგვა დაიწყოს საკუთარ ამერიკულ ქარხანაში, რომელიც ჯორჯიის შტატში მდებარეობს. რობოტები შექმნილია სამხრეთკორეული კონცერნის შვილობილი კომპანიის – Boston Dynamics-ის მიერ. როგორც Reuters წერს, იმავე წლისთვის დაგეგმილია წელიწადში დაახლოებით 30 ათასი რობოტის წარმოება.

თავდაპირველად Atlas-ის სახელით ცნობილი რობოტები უმარტივეს ამოცანებს შეასრულებენ, როგორიცაა დეტალების დალაგება და დახარისხება. მათი შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების დამტკიცების შემდეგ, გამოყენების სფერო ეტაპობრივად გაფართოვდება. 2030 წლისთვის რობოტებს უკვე ავტომობილების აწყობაში ჩართავენ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მათ მძიმე ტვირთების გადატანა და რთული საწარმოო ოპერაციების შესრულებაც დაევალებათ.

Hyundai-ის შეფასებით, რობოტების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ქარხნების თანამშრომლების ფიზიკურ დატვირთვას. თუმცა კომპანია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება შეიძლება მოჰყვეს ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის მასშტაბურ დანერგვას. პროფკავშირმა უკვე გასულ წელს მოითხოვა სპეციალური ორგანოს შექმნა, რომელიც შრომითი უფლებების შესაძლო პრობლემებს მოაგვარებს.

Atlas-ის რობოტს შეუძლიათ 50 კილოგრამამდე ტვირთის აწევა და მუშაობა -20-დან +40 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე.

ადრე მსგავს გეგმებზე ჩინურმა კონცერნმა Xiaomi-მაც განაცხადა. მათი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რობოტები ჩაერთვებიან როგორც ელექტრომობილების, ისე კომპანიის მრავალფეროვანი ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g