21 დეკემბერს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ძველ აგრობაზარში (კონსტიტუციის ქუჩა 6/52, შესასვლელი ე.ნინოშვილის ქუჩიდან), საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მარკეტინგის და კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ დევრისაშვილმა ისაუბრა:
აგრობაზარი სტუმრებს 12:00 საათიდან ელის, რათა მათ ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტი: ყველი და რძის სხვა ნაწარმი, თხილეული, ჩირეული, თაფლი, ღვინო, პური და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო კუთხეც – ყველაზე პატარა სტუმრებს სახალისო აქტივობები დახვდებით.
აგრობაზარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის აგრიტექ კუთხე, სადაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის AI სტუმრების კითხვებს უპასუხებს.
