LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„21-ე საუკუნეში ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს.. ყველა პოლიტიკოსი თანხმდება, რომ არ შეიძლება სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდეს“ – ლიზა იასკო

166
Untitled design (52)

ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოზიციაზე, ბევრი რამ იცის.

„არამხოლოდ მთავრობის, არამედ საქართველოს მასშტაბის პოზიცია ვიცი, ჩვენთვის უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მკურნალობა უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთ.

ამჟამად ველოდებით უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ნებართვას, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. ჩვენ ველით, რომ საშობაოდ რაიმე კარგი მოხდება!“ – აღნიშნა ლიზა იასკომ.

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

მისი თქმით, უკრაინაში კარგად ესმით შექმნილი სიტუაცია. ლიზა იასკოს სიტყვებით, [უკრაინაში] ესმით, რომ დიდი პრორუსული რიტორიკა მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც რუსული ძალების სიამოვნებისთვისაა შექმნილი და ამიტომ დიდი ილუზიები არ აქვთ.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საზოგადოების ინტერესებში ჯდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ ჯდება ქართულ კულტურაში.. ჩვენ იმედი გვაქვს შედეგების და არა საკითხის პოლიტიზაციის. ახლა არაა დრო პოლიტიკური პიარისთვის“. – ამბობს იასკო.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის კადრებზე და აღნიშნა, რომ ის რაც ვიხილეთ, იყო დაცინვა.

„ჩემს გარშემო, ყველა პოლიტიკოსი თანხმდება, რომ არ შეიძლება სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდეს. რაც ვიხილეთ, ნიშნავდა იმას, რომ ვიღაცა ცდილობდა დაეცინა [სააკაშვილისთვის], როდესაც ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. ეს ამორალურია და უნდა შეიცვალოს, რადგან დღევანდელ სამყაროში, 21-ე საუკუნეში ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს“, – ამბობს იასკო.

ინტერვიუს ბოლოს წამყვანმა ლიზა იასკოს ჰკითხა, ხომ არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და სააკაშვილის მონახულებას.

„იცით, რომ უკრაინელისთვის ძალიან ძნელია, რაიმეს დაგეგმვა. ყოველ წუთს ველი დადებით და პოზიტიურ ინფორმაციას ქართული მხრიდან მთელ რიგ საკითხებზე, ყოველ შემთხვევაში კონტაქტზე ვიქნებით, გპირდებით“, – ამბობს იასკო.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები