39 წლის რეალითი-შოუს ვარსკვლავის, 39 წლის კიმ კარდაშიანის მრავალფეროვანი და პიკანტური „ლუქები“ საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა, ახლახანს გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო. კიმი მალიბუზე დააფიქსირეს, მას წითელი ტყავის, ავანგარდულ სტილის ორეული ეცვა და საოცარ ფორმაში იყო. კარდაშიანმა ცეცხლოვან „ლუქს“ ამავე ფერის პატარა ჩანთა შეუხამა. საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა კიმის ვარცხნილობა, მას გრძელი ნაწნავი ჰქონდა.
„შეუდარებელი ხარ“, „მუდამ ფორმაში“, „21-ე საუკუნის სექს-სიმბოლო“ – წერენ კომენტარებში




შეგახსენებთ, 2 თვის წინ კიმი და კანიე აეროპორტში დააფიქსირეს, მოხერხებულმა პაპარაცებმა წყვილს არაერთი ფოტო გადაუღეს, მათგან ყველაზე საყურადღებო ერთ-ერთი მათგანი იყო, ფოტოზე მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ტირის კიმი მეუღლესთან საუბრისას, ამის შემდეგ კი მარტო მიემართება მანქანისკენ. ტაბლოდების ცნობით, ვარსკვკლავურ წყვილის ქორწინებაში მართლაც პრობლემებია.
ატირებული კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს
მოხერხებულმა პაპარაცებმა წყვილს არაერთი ფოტო გადაუღეს, მათგან ყველაზე საყურადღებო ერთ-ერთი მათგანი იყო