2025 წელს, რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.
მათივე ცნობით, 2025 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


