LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ივლისს ბათუმში მერაბ სეფაშვილის პროექტის პრემიერა ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად!

1647
356782720_974270187215924_1161773475552274799_n

კონცეპტArt ბათუმური პრემიერებისთვის ემზადება, ღამის კლუბი „სფერო“ 22 და 24 ივლისს ახალ მუსიკალურ პროექტებს უმასპინძლებს. ორივე საღამო გასართობი ახალგაზრდული პროგრამით დასრულდება ცნობილ არტისტებთან ერთად.

მონაწილეები: ნიკა ნიკვაშვილი, ლუკა თოფურია, ლიზი რამიშვილი, თემურიკო დიასამიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ამიკო ნინუა, ტატო რუსია, ეკა დოლიძე, გიორგი კაპანაძე, დავით გოგისვანიძე და სხვა.

ბათუმური პრემიერების შესახებ გვესაუბრება პროექტების კრეატიული პროდიუსერი, სცენარისტი – თეო ჯორბენაძე.

 

ყოველ წელს გეგმავთ განსაკუთრებულ საღამოებს ბათუმში?

  • სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ბათუმი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალაქია, ზღვასთან და მზესთან ერთად ბედნიერებას ასხივებს და ალბათ, ამიტომ. დამსვენებლებიც იგივე ამოცანით ჩადიან, რომ გაიხარონ და სიამოვნება მიიღონ, ეს განაპირობებს ქალაქის განსაკუთრებულ აურას, მაგრამ სრულყოფილი აღმაფრენა ხელოვნების გარეშე ხომ ვერ იქნება?  ამიტომ წლის მანძილზე თბილისში ან უცხოეთში შექმნილი პროექტები ყოველთვის ჩაგვაქვს ხოლმე, თუმცა წელს გამორჩეული შემთხვევაა, რადგან პრემიერებს პირველად ბათუმი უმასპინძლებს.

როგორც ვიცით, 22 ივლისს იქნება მერაბ სეფაშვილის პირველი კოლაბორაცია ახალი თაობის მუსიკოსებთან?

  • კი ბატონო, მუსიკალური პროექტი „დიალოგი ზღვასთან“. პრემიერა თბილისში დეკემბერში გაიმართება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკა ნიკვაშვილის ახალი ვერსიებით. მანამდე კი 22 ივლისს ბათუმის ღამის კლუბი „სფერო“  უმასპინძლებს ჩვენს ერთობლივ ნამუშევარს. მიხარია, რომ ზღვის სანაპიროზე „სფეროს“ სახით გაჩნდა  სივრცე, რომელიც გართობასთან ერთად მუსიკალურ ხარისხზეა ორიენტირებული. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობარს ნიკა ჭკადუას. მერაბთან რეპეტიციების პროცესი ძალიან საინტერესოა, მასთან კონცეპტArt-ის პირველი კოლაბორაცია მამას ბალადას „იასამნის ბაღს“ უკავშირდება, საოცარი ჩანაწერი შეიქმნა. ვიცი, რომ ეს პროექტიც საუკეთესო გამოვა. როცა სარეპეტიციო  სიახლით და დიდი პოზიტიური ენერგიით ივსება ეს მსმენელს აუცილებლად გადაედება. ჩვენს შორის ძალიან მალე მოიძებნა საერთო შემოქმედებითი ენა, მერაბი ნამდვილად მოვლენაა თავისი ტალანტით, პროფესიისადმი ერთგულების გამო კი განსაკუთრებულად დასაფასებელი. მიხარია, რომ კონცეპტArt-ის ახალი თაობის მუსიკოსები დიდი სიყვარულით და პატივისცემით მუშაობენ მასთან. ვისაც უყვარს კარგი მუსიკა და მერაბის შემოქმედება არ უნდა გამოტოვოს ეს საღამო, მართლა ძალიან მაგარი გამოდის.

რას ელოდოს მსმენელი 24 ივლისს?

  • აქ მთლიანად ახალგაზრდული შემადგენლობაა, ჯაზის, კლასიკის, ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკის სინთეზით შექმნილი პროექტია. ახალი თაობის საუკეთესო მუსიკოსები მონაწილეობენ და რაც მთავარია, ყველაზე მაგარი რეპერი MC ამიკო ნინუა დაასრულებს საღამოს DJ თემურიკო დიასამიძესთან ერთად. ამიკო მრავალი წელი ცხოვრობდა კანადაში და ამიტომ მისთვის ძალიან ორგანულია რასაც აკეთებს, სცენაზე შემოდის თუ არა უკვე გრძნობ, რომ სხვა „წონით კატეგორიასთან“ გაქვს საქმე. ლიზი რამიშვილის, ლუკას და თემურიკოს კოლაბორაციაც შეიყვარა მაყურებელმა, ამჯერად მათ ჩემის აზრით კიდევ ერთი ვირტუოზი მუსიკოსი ლაშა დეისაძე დაემატება ბენდთან ერთად. ყველა თაობისთვის საინტერესო მუსიკა შესრულდება, ამიტომ აქაც ვურჩევ ბათუმში მყოფებს მოვიდნენ და გაერთონ ხარისხიანად.

 

ბილეთების ფასი 30 ლარიდან

22 ივლისი

 

24 ივლისი

 

 

ვიდეო

22 ივლისი

 

22 ივლისს გელოდებით ბათუმში!
ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაცია ლეგენდარულ მერაბ სეფაშვილთან!

პრემიერა ღამის კლუბში სფერო * Sphere

✨ ნიკა ნიკვაშვილი / ფორტეპიანო

✨ ლუკა თოფურია / კლავიში

✨ ლიზი რამიშვილი / ჩელო

✨ლაშა დეისაძე / გიტარა

✨ ლევან დეისაძე / ბასი

✨ ზაზა ცერცვაძე / დრამი

✨ ტატო რუსია DJ

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე https://tkt.ge/show/13199/merab-sefashvili-da-akhali-taoba-dialogi-zghvastan

Posted by ConceptArt • კონცეპტArt on Friday, July 14, 2023

 

24 ივლისი

 

24 ივლისს გელოდებით ბათუმის ზღვის სანაპიროზე
კლუბი სფერო . Spere

ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, რეპი დაელექტრონული მუსიკა!
რაც ყველაზე მეტად უხდება და რასაც ყველაზე მეტად “მიაქვს” ზღვაზე :))))

ახალი თაობის გამორჩეული არტისტები:
ლიზი რამიშვილი / თემურიკო დიასამიძე /ლუკა თოფურია / ლაშა დეისაძე / გიორგი კაპანაძე / დათო გოგისვანიძე.
MC Cutkill
DJ Diassamidze

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/concept-art/2407-mzem-sikvaruls-bgera-usurva-2407-the-sun-sent-melody-to-love

Posted by ConceptArt • კონცეპტArt on Friday, July 14, 2023

 

 

24 ივლისს გელოდებით ბათუმში!
ახალი სივრცე ხარისხიანი მუსიკისა და გართობისთვის ზღვის სანაპიროზე!
სფერო * Spere

ვისაც გიყვართ ჰიპ-ჰოპი!

საღამოს დასასრულს თქვენთვის გარეპავს ამიკო ნინუა MC Cutkill თემურიკო დიასამიძესთან და ახალი თაობის საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად!

ლუკა თოფურია / კლავიში
ლაშა დეისაძე / გიტარა
დათო გოგისვანიძე / ბასი
გიორგი კაპანაძე / დრამი

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/concept-art/2407-mzem-sikvaruls-bgera-usurva-2407-the-sun-sent-melody-to-love

Posted by ConceptArt • კონცეპტArt on Tuesday, July 11, 2023

 

 

ვინც მოდიხართ 24 ივლისს ბათუმში იჩქარეთ,
30 ლარიანი ბილეთები უკვე იწურება!

Sphere * სფერო ზღვის სანაპიროზე

ლიზი რამიშვილი * თეიმურიკო დიასამიძე * ლუკა თოფურია

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/concept-art/2407-mzem-sikvaruls-bgera-usurva-2407-the-sun-sent-melody-to-love

Posted by ConceptArt • კონცეპტArt on Thursday, July 6, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები