LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„22 ქართველი გმირის თავგანწირვის მაგალითი“ – შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

760
Untitled design (2)

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა – 2008 წლის 11 აგვისტოს, 22-მა ქართველმა გმირმა მეომარმა, სოფელ შინდისთან საკუთარი ქვეყნისთვის თავგანწირვის მაგალითი აჩვენა და მტერთან უთანასწორო ბრძოლაში არნახული სიმამაცე გამოიჩინა.

22 მეომრიდან მხოლოდ 5 გადარჩა. რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის

რუსულ ბატალიონთან უთანასწორო  ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

დაღუპულ მებრძოლებს შორის იყო ალექსანდრე ონიანი, რომელიც მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

მოგვიანებით, ეროვნულ გმირთან ბოლო საუბარი მისმა დამ გაიხსენა და თქვა, რომ ალექსანდრე ონიანს ტელეფონზე სწორედ იმ დროს ესაუბრებოდა, როდესაც მტერმა დანებება მოსთხოვა.

„ნათლული გულში ჩაიხუტა, ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა.. ბრძოლა იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე” – რას ჰყვება შინდისთან გადარჩენილი მებრძოლი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g