LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, მოვემსახურეთ 1 მლნ მომხმარებელს, არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა – თბილისი ცენტრალი

98
594be76b421aa90d987adfa5

ჩვენმა სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მოვემსახურეთ 1 მლნ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა, ანუ ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დორექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრებმა ტესტი ჩააბარეს.

„უკვე 9 თვეა პანდემიის პირობებში ვმუშაობთ და ბოლო ტესტმა, რაც ჩავაბარეთ, ანახა, რომ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, შიდა დეზინფექციის სამუშაოები ეფექტიანია და მუშაობს. ხელისუფლებამ გაითვალიწინა ჩვენი მოთხოვნა და თებერვლის თვეში ჩატარებული ჩვენი თანამშრონლების ტესტი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ყარალაშვილმა.

„თბილისი ცენტრალის“ დორექტორი იმ მოთხოვნებზეც საუბრობს, რაც სავაჭრო სექტორს აქვს. ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, ქონებრივ გადასახადზე შეღავათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და „კომენდანტის საათის” გადაწევაა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგენლებს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები