LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„24 მაისს გამიტაცეს, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში“ – გიორგი ბაჩიაშვილი

189
გიორგი ბაჩიაშვილი

„უდანაშაულო ვარ მე. დამტკიცდა, რომ საქართველოში ივანიშვილის პირადი პატიმარი [ვარ] და დღეს მინდა დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ“ – ამის შესახებ „ბიტკოინების საქმეზე“ ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ბაჩიაშვილის თქმით, ის „მზად არის გამოძიებას ყველა დეტალი მოუყვეს“.

„24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. 2 დღე მატარეს თვალებახვეული, შემდგომ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

ისტორიას ბევრი საქმე ახსოვს გართულებებით, მაგრამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, აჯობეს საკუთარ თავს.

მე წარმოდგენა არ მაქვს იმ სახელმწიფოს რა უთხრეს, მაგრამ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის ამბავმა შეიძინა საერთაშორისო სკანდალი. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა ჩემი დაკავების კანონიერი მიზეზი – ინტერპოლის ძებნა ჩემზე შეჩერებული იყო და ივანიშვილის დახმარებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში.

მათ დაარღვიეს ყველა ნორმა, გთხოვთ, ეს ჩემი განცხადება მიიღოთ გამოძიების დაწყების საფუძვლად. მე მზად ვარ გამოძიებას ყველა დეტალი მოვუყვე“, – თქვა მან.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუსმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g