ბოლო 24 საათიში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 56 მოქალაქე დააჯარიმა;
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 10 მოქალაქე დააჯარიმეს;
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 36 პირი დააჯარიმდა.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით ჯარიმდება. თუმცა ჯარიმების რაოდენობა დიდი ალბათობით 2 მაისიდან შემცირდება.
