ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
- პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 85 მოქალაქე დააჯარიმა.
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმდა.
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 35 პირი დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.