LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 საერთაშორისო პროექტი, 6000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია – Invest in Georgia-ს 2020-2023 წლების ანგარიში

151
ხიდუ

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ Invest in Georgia-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია გადაჭარბებით შეასრულა.

„მოვიზიდეთ 20 კომპანია, შევქმენით 6000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ჩვენი სააგენტო სრულად აკმაყოფილებს.

რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სექტორების გააქტიურებას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება“ – განაცხადა ხიდურელმა.

სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, Invest in Georgia-მ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, რომელთაგან 2700-ზე მეტ კომპანიასთან შედგა კომუნიკაცია და 300-ზე მეტი შეხვედრა. სტრატეგიის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტების მოძიების პროგრამაც (Lead Generation).

საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, აღსანიშნავია Invest in Georgia-ს კიდევ ერთი მიმართულება – ლოკაციის კონსულტანტებთან თანამშრომლობა. სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში 25-ზე მეტი ლოკაციის კონსულტანტი და ექსპერტი ჩამოვიდა, რომელთა დახმარებითაც პოტენციური ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებენ.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, Invest in Georgia საერთაშორისო მედია კამპანიებსაც აწარმოებს. საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა გლობალურ მედია საშუალებაში (Bloomberg, fDi Intelligence, Global Finance) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ 50-ზე მეტი სტატია და ანგარიში გამოქვეყნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა და განახორციელა, FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო კომპანიებს  ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაბრუნების საშუალება აქვთ. პროგრამას უკვე ჰყავს ორი ბენეფიციარი – მულტინაციონალური კომპანიები Lineate და Girteka.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შედეგად, საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა: Indorama, Girteka, Teleperformance, Concentrix, TEPCO და სხვები. აღსანიშნავია რომ, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სააგენტო წარმატებით უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებსაც.

სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში, დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის: IFC, USAID, EBRD, GIZ, UNGCNG, UN WOMEN, ADA, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

Invest in Georgia-ს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორი და ინვესტორი კომპანიები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g