LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო: არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

65
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ.jpg11

​პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე მისცა.

თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ და გულწრფელ არჩევანს გააკეთებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოსახლეობა გააკეთებს სწორ და გულწრფელ არჩევანს. მადლობელი ვარ თბილისელების. 25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო. მოგიწოდებთ ყველას, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები