LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთან ერთად მივიდნენ არჩევნებზე, ვინ დაარღვია აგიტაციის წესი, ვინ მოიხადა ბოდიში – 2021-ის ქართველი პოლიტიკოსების არჩევანი

217
8889

საქართველოში თვითმმართევლობის არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პირველმა  პირებმა.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

ერთ-ერთი პირველი საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევანის გასაკეთებლად მეუღლესთან ერთად მივიდა. საარჩევნო უბანი ყოფილმა პრემიერმა კომენტარის გარეშე დატოვა.

 

 

 

სარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.

 

მეუღლესთან ერთად გააკეთა საკუთარი არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დედაქალაქის მოქმედი მერი კახი კალაძე არჩევნებზე უფროს შვილთან, ლევანთან ერთად მივიდა.

 

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ის საარჩევნო უბანზე მარტო იმყოფებოდა.

 

საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

საკუთარი არჩევანი გააკეთა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ის არჩევნებზე მარტო მივიდა.

 

საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა ფინანსთა მინისტრი ნათია თურნავა. რომელმაც როგორც თავად აღნიშნა, ხმა  მშვიდობას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას მისცა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე პარტიის სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა, რითიც მან აგიტაციის წესი დაარღვია.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე პარტიის სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის ფაქტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესის სავარაუდოდ დარღვევის ფაქტზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.

მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხმის მიცემის შემდეგ საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წევრების მტკიცებას უკავშირდებოდა იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები