LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს

252
დაკავება

25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი, არასრულწლოვანი დააკავეს.

არასრულწლოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში მიყვანისთანავე 25 წლის მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისა და 3 პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თავდაპირველად ერთი პირი – დავით გოგიძე დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ორი სპეცრაზმელი და ერთი არასრულწლოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g