LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის მსახიობი 72 წლის ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

198
gerardepardie

25 წლის კანადელი მსახიობი, შარლოტა არნოლდი 72 წლის ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ახალგაზრდა მსახიობმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა. როგორც გოგონა ამბობს, დეპარდიემ მასზე ორჯერ იძალადა და ეს 2018 წელს მოხდა.

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

„მეტს ვეღარ გავჩუმდები, მე მსხვერპლი ვარ. წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს. ის ისევ მუშაობს, როცა მე კაპიკებზე მიწევს შრომა. ამ წლებმა ჯოჯოხეთში გამატარა, სიჩუმე იგივეა, რაც ცოცხლად თავის დამარხვა“, – ამბობს შარლოტა.

ირკვევა, რომ შარლოტა არნოლდმა ჟანდარმერიას ინციდენტიდან მალევე მიმართა. საქმე აღიძრა, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო, შეჩერდა. მოგვიანებით მსახიობმა საქმე სასამართლოში გაასაჩივრა და წარმოება ამ დრომდე არ დასრულებულა. დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g