2018 წელს, 22 წლის მსახიობმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია, ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს სასამართლოში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, თუმცა, მტკიცებულებების არქონის გამო საქმე შეჩერდა. გასულ წელს კი გამოძიება კვლავ განახლდა.
ახლა კი 72 წლის მსახიობს 20 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
მედიის ცნობებით, დეპარდიე მსახიობ ქალს კარიერის მოწყობაში დახმარებას დაპირდა და საკუთარ სახლში რეპეტიციაზე დაიბარა. სწორედ მაშინ მოხდა ძალადობრივი აქტი. აღსანიშნავია, რომ ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატების განცხადებით, მსახიობი ჯერჯერობით თავისუფალია, თუმცა დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, 2013 წელს მსახიობმა საფრანგეთი დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტმა პუტინმა დეპარდიეს პირადად გადასცა რუსეთის მოქალაქის პასპორტი.