LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

144
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარულები