LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

372
26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა. 

შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი –  მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი – არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი  – კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად გასული წლისა, შესაბამისობის აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და მისი შედეგები საზოგადოებას გააცნო, რამაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა შესძინა პროცესს და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, მითსა თუ წუხილს. 

საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად,  ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები. მიუხედავად ამისა, ცესკო საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, უკვე მეორედ ახორციელებს პროცესის აუდიტს, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g