LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 პროცენტი არის მხარდაჭერის ის მაქსიმუმი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს: თინა ბოკუჩავა

64
თინა-ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა IRI- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პარტია ორგანიზაციის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ აყენებს და მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიუკერძოებლობის სჯერა.

მისი თქმით, 26 პროცენტი არის მხარდაჭერის ის მაქსიმუმი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ეს 26 % ემთხვევა ადამიანთა იმ რაოდენობას, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეს არის ის აბსოლუტური მაქსიმუმი მხარდაჭერის, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია, ისიც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 70 %-ზე მეტი კი თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ცვლილებებს, რადგან კარგად ხვდებიან, რომ სხვაგვარად ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანას ნათელი მომავალი ვერ ექნება,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მსგავსი ორგანიზაციების მიმართ დისკრედიტაციული განცხადებები “ქართული ოცნების” ხელწერაა.

“ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან არასოდეს დასმულა კითხვის ნიშნები აღნიშნულ ორგანიზაციასთან მიმართებაში, ეს უფრო “ქართულ ოცნებას” ჩვევია, როდესაც მათ არ მოსწონთ რეიტინგები, იქნება ეს IRI-სა თუ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ისინი პუტინისტურ ჭრილში იწყებენ ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ეს არაერთხელ გვინახავს”,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები