LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26,000 ფერმერი აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებით 8 მლნ -მდე ლარს დაზოგავს

165
101789177-1651398588341936-6300774502779322368-o

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორ ლევან გიორგაძესთან ერთად, ქალაქ ზესტაფონში გაეცნო.

მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 11,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, რაც მათ 8 მლნ -მდე ლარს დაუზოგავს. პროგრამით, ჯამში, 200,000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეუფერხებლად მიიღონ მომსახურება, მოხდეს საწვავის დროული მიწოდება. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს 1 ივლისამდე, აუცილებლად, 1 ივლისამდე შეიძინონ 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

ცნობისთვის, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰაზე მეტი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g