LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 დეკემბერს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საიუბილეო კონცერტს გამართავს

samebis-gundi

27 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საიუბილეო კონცერტს გამართავს. ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებთან და საგალობლებთან ერთად, შესრულდება თანამედროვე კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებიც.

გუნდის სოლისტები და სპეციალური სტუმრები:

ნინო ქათამაძე

ნინო სურგულაძე

ქეთევან ქემოკლიძე

თამრიკო ჭოხონელიძე

მარიამ როინიშვილი

ქეთევან ქართველიშვილი

ზვიად ბოლქვაძე

ზვიად მიჩილაშვილი

გიორგი ხუნაშვილი

მუსიკალური ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი, გიორგი დონაძე

პროექტის გენერალური პარტნიორი: Artists Union ConceptArt

მხარდამჭერები: თბილისის მერია და ფონდი ქართული გალობა

საინფორმაციო მხარდამჭერები: ჰოლდინგი ფორტუნა, მედია პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 11808.

გუნდის შესახებ:

სამების ტაძრისათვის საპატრიარქო გუნდი შეიქმნა 1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით. გუნდის ხელმძღვანელები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საგუნდო დირიჟორობისმაგისტრი სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი; საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი გიორგი დონაძე; კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორობის მაგისტრი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების დოქტორანტი ზვიად ბოლქვაძე.

წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, ფაქტობრივად, საქართველოს ეკლესიისმთავარი მუსიკალური კოლექტივია. იგი მონაწილეობს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღსრულებულ ყველა ღვთისმსახურებასა და ღონისძიებაში, და აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც.

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის საქმიანობის მთავარი ასპექტია შუა საუკუნეთაქართული უნიკალური, პოლიფონიური გალობის აღდგენა-პოპულარიზაცია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები