LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

224
ფემიციდი

ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა.

„ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა“.. – რას წერია ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამის ჩვენებაში

ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა.

გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ის „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გამოწერის შემდეგ იქ გადაიყვანეს.

თუ როდის მოთავსდება ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, ეს უცნობია.

სწორედ, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გიორგი კავლელაშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

ცნობისთვის, გიორგი კავლელაშვილმა ვარკეთილში 27 წლის, ცოლი, ქეთევან ედიბერიძე 9 იანვარს მოკლა.

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა კავლელაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

პოპულალურები