Chevrolet-ის ოფიციალური დილერი Corvette-ის კუპეს ლამის 30 წლის განმავლობაში პირად კოლექციაში ინახავდა. დღეიდან კი სპორტქარი, რომლის გარბენიც მხოლოდ 460 კილომეტრია, ახალ მფლობელს ეძებს.
ავტომობილი ვინმეს მფლობელობაში არასდროს ყოფილა, შესაბამისად ის აღრიცხვაზეც არ არის. მთელი 28 წელი ის კერძო კოლექციაში ინახებოდა და სადილერო ცენტრის ტერიტორიას დიდი მანძილით არც მოშორებია. სწორედ ამიტომ, ავტომობილი ისე გამოიყურება თითქოს კონვეიერიდან რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მოდელს შავი ტყავის სალონი, კონდეციონერი და კრუიზ-კონტროლი აქვს. 1991 წელს აწყობილი მოდელი ABS კონტროლითაცაა უზრუნველყოფილი და რაც შეეხება აუდიოსისტემას, მასში მხოლოდ კასეტების დაკვრაა შესაძლებელი.











