29 დეკემბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუვიწყარი ჯაზის საღამო გაიმართება. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, Berklee College of Music-ის პროფესორი გიორგი მიქაძე წარმოადგენს ექსკლუზიურ პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1
„ქართულ სიმღერათა კრებული“ უნიკალური მუსიკალური პროექტია, რომელიც გიორგი მიქაძის საავტორო კონცეფციით შეიქმნა. მასში წარმოდგენილია XX საუკუნის გენიალური ქართველი კომპოზიტორების კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს განეკუთვნება.
„პროექტის მიზანია ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე ჯაზის ელემენტებით გამდიდრება. შესაბამისად, ალბომში წარმოდგენილი თითოეული სიმღერისა თუ კომპოზიციის არანჟირება გიორგი მიქაძეს კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატში აქვს გადაწყვეტილი.
მუსიკალური ალბომი GIORGI MIKADZE TRIO „Face to Face“, Georgian Songbook Vol.1 – 2023 წელს პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში – Studio SEXTAN ჩაიწერა. პროექტი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრესტიჟულ სცენაზე უდიდესი წარმატებით შესრულდა. ალბომს მრავალი გავლენიანი ჯაზის კრიტიკოსისა და ჟურნალის მხრიდან ვრცელი და მაღალი შეფასების მქონე რეცენზია მიეძღვნა.
წინასაახალწლო სადღესასწაულო დღეებში, ეს უნიკალური მუსიკა ქართული აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო;
რაფაელ პანიე – დასარტყამი საკრავები;
ფრანსუა მოუთა – კონტრაბასი;
დასაწყისი 20:00
ბილეთები იყიდება TKT.GE-ზე და კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო და ქალაქ თბილისის მერია.
პროექტის ორგანიზატორი: ა(ა)იპ „ქართული სახელოვნებო სააგენტო“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ – აღნიშნულია საღამოს ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ივენთი იხილეთ აქ
