საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დაინიშნა. უწყების განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:
1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს
შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.