LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს – რა თქვა ბრალდებულმა პროცესზე

273
Untitled design - 2024-04-05T155411.960

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

„მეუღლე დანით დაჭრა“ – ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მედიის ცნობით, მან პროცესზე თქვა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ბრალდებულის თქმით, მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალი ამბობს, რომ მან „112″-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მომავლის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.

დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.

ფოტო სასამართლო დარბაზიდან: „ფორმულა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g