ამერიკელმა კინორეჟისორმა ლი ლოჩლერმა შეყვარებულს ხელი უჩვეულო მდგომარეობაში სთხოვა. ფაქტი კინოთეატრში, ანიმაცია „მძინარე მზეთუნახავის“ დახმარებით მოხდა.
კონორეჟისორმა თავისი შეყვარებული კინოთეატრში მისი საყვარელი ანიმაციის სანახავად დაპატიჟა. ფილმის ჩვენების დროს ანიმაციური პერსონაჟების მოქმედება უჩვეულოდ შეიცვალა.
სწორედ გარდაქმნილი ანიმაციის იმ მომენტში, როცა მძინარე მზეთუნახავს პრინცმა ხელი სთხოვა, ლიმ თავის შეყვარებულს ცოლობა შესთავაზა.. მისთვის აღნიშნული ჟესტი ძალიან ემოციური და გამაოგნებელი აღმოჩნდა, როდესაც ყველაფერი გააცნობიერა და ანიმაციური პერსონაჟებისა და მათი ვიზუალური მსგავსებაც აღმოაჩინა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ კინოთეატრის დარბაზშიც წყვილის ნათესავები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი.
კი ლოჩლერი ნახევარი წელი მუშაობდა რათა ეკრანზე მთავარი გმირების ნაცვლად თავად და დევიდი გამოჩენილიყვნენ.