ლას-ვეგასის სასამართლომ, თუფაქ შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დუეინ დევისი უდანაშაულოდ ცნო. აღსანიშნავია, რომ ლას-ვეგასის პოლიციამ ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი რამდენიმე თვის წინ დააკავა.
ფოტო: 2PAC-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა
ცნობისთვის, რეპერს სწორედ დევისის დისშვილთან, ორლანდო ანდერსონთან, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მოუვიდა შელაპარაკება. 2Pac 1996 წელს, ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი „კადილაკიდან“ ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არტისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა.