LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2Pac-ის ხელით შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი აუქციონზე გაიყიდა (ფოტო)

2pac

2Pac-ის ხელით შექმნილი პორნოგრაფიული ხასიათის ნახატი, რომელიც 25 წლის ასაკში გარდაცლილმა რეპერმა შეყვარებულს გაუგზავნა, Steiner Auctions-ზე 21,155 დოლარად გაიყიდა.

ეროტიკულ სურათში ლეგენდარული არტისტი და მისი მაშინდელი გერლფრენდი, დეზირა სმიტი სექსით არიან დაკავებულები. საინტერესოა, რომ ნახატს წარწერები: ,,ძალიან მენატრები” და ,,სამუდამოდ სიყვარულით” ამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ნახატი 1995 წელს, ციხეში ყოფნის დროს შექმნა. ამასთან, ნახატს წერილიც ახლდა, რომელიც 60 წლამდე მამაკაცმა ნაშრომთან ერთად შეიძინა.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აუქციონზე 2Pac-ის სასიყვარულო წერილები გაიყიდა, რომლებიც მან 1985 წელს, ბალტიმორში სწავლისას, თანაკლასელ გოგონას, ევერელს გაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები