გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 410 830-ია.
ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 509-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 377 597-მდე გაიზარდა.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 5 751 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 64 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 5 256 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 798-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 40 553 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 242, PCR ტესტით – 17 311.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო 7 დღის – 6,92%.
სულ აცრილია 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი – 14 210-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.