3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოფელ გეგუთში დაღუპულებს გლოვობენ.
დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგო იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა.
„მეგობრები იყვნენ ყველანი, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები, გლოვობს მთელი სოფელი..“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები
„საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი“
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის, ლაშა წიქორაძის დედა შემთხვევის ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
ამაში დედა როგორ გამწარდებოდი დედიიი??ნეტა რაფერ ვარ ცოცხალი?
Posted by Tea Gubeladze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023
„ხომ გაგიცნო დედი მთელმა მსოფლიომ.. 3 ივლისი ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაა.. დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება დედი“, – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა.
დე რა მიქენი ეს დედი??ხო დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება დედი??
Posted by Tea Gubeladze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.