LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ივნისს, ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

82
Untitled design (3)

HR hub-ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ-ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია, www.sfero.ge -ზე.

“დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ადგილზე მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming.

ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს.

სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

წარმატების კუთხეში ასევე გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!

ღონისძიებაზე მოსვლა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები