LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

561
295539503_796619124941792_408860613806561659_n

თვითმხილველების ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვები სავარაუდოდ, კლასელები არიან.

ადამიანი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა. თვითმხილველი ტელეკომპანია “ფორმულამ” ჩაწერა.

„კივილი ატყდა, ბავშვები ეყარნენ წყალში, ამას მივუსწარი. შემდეგ ერთი კაცი გადახტა ამოსაყვანად. რა მოხდაო, ბავშვები რომ ყვიროდნენ, ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთი ამოიყვანა ამ კაცმა, მეორე ამოიყვანა..

მესამე იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო, ბევრნი იყვნენ ერთად.

ეს ბავშვი ვერ ამოიყვანა ამ კაცმა, რამდენჯერაც შევიდა წყალში, დენი არტყამდა, ვერაფრით ვერ გამოიყვანა. მერე მოვიდნენ, ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს ეს მესამე, უკვე გაშავებული იყო ის მესამე გოგო”, – ამბობს თვითმხილველი ფორმულასთან საუბარში.

13 წლის გოგონა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

„ერთი ძალიან მძიმედ იყო. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა, ჩაუტარეს ადგილზე დახმარება. ბავშვს ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი მოდიოდა, უგონოდ წაიყვანეს კლინიკაში. დანარჩენი ორი კონტაქტური იყო.“ – ამბობს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს არსებული ინფორმაციით, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები