LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოყვა

203
lenti-patruli-1-770x433

ყოფილი პოლიციელის საქმის განმხილველი 3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც თბილისიდან თელავში ვერდიქტის გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გომბორის გზაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფს ისინი საავადმყოფოში გადაჰყავს.

საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g