LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლთან გადადიოდა გზაზე, რა დროსაც მანქანა დაეჯახა“ – ცნობილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 11 წლის მოზარდის ვინაობა

520
ელდარ ჰუსეინოვი

მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლზე ავტოსაგზაო შემთხვევას მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. ავარია სო­ფელ ცურ­ტავ­ში მოხდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და გზის პი­რზე მდგომ 10 წლის ელდარ ჰუსეინოვს და­ე­ჯა­ხა. გავრცელებული ცნობით, მძღოლ­მა მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში თა­ვად გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

„ბავ­შვს სახ­ლთან და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, გზა­ზე გა­და­დი­ო­და, როცა ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და. 11 წლის იყო. ავა­რია დღეს 18:00 სა­ათ­ზე მოხ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­დარ­ჩა. ვინც და­ე­ჯა­ხა, ის ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის“, – აცხადებს ადგილობრივი „Ambebi.ge“- სათან საუბრისას.

რო­გორც შსს-ში აცახდებენ, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები