LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ოპოზიციური პარტია: 2008 წლის ომზე საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა – საქართველოს უჩნდება უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება

182
ვაშაძე, ელენე და ჯაფარიძე

3 ოპოზიციური პარტია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეიცვალა. პარტიები: „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა საჭიროა კონკრეტული აქტივობა და დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მათი ინტერესია, აღძრა თუ არა იმავე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებით, რომლებიც ჰააგის პროკურორის მიერაა დასახელებული და როგორც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში არიან ბრალდებულნი.

„მეორე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია ანუ, ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წელს. ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობა.

აქვე, მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს – მოდით გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ ერთი მხრივ რეპარაცია განხორციელდეს, არამხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად და მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას თქმით, დადასტურდა, რომ „სამშვიდობოებისა და ცხინვალის ეპიზოდში“ საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული.“

„ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გადადგამს იმ ნაბიჯებს პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ.

უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, საერთაშორისო სანქციები და დაკავების ორდერი უნდა იყოს გამოწერილი მათ მიმართ. ასევე, რეპარაციები, შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს და ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა ვნახოთ კონკრეტული რეზოლუციების ინიცირება. ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას იზამენ იმისთვის, რომ გამყარდეს ეს რეალობა.“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა.

ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – მადლობა ყველა სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა: მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

magti 5g