LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 სავაჭრო ნიშანი, რომელიც ზელენსკიმ საქართველოში დაარეგისტრირა

362
Untitled design (23)

„იცოდით, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი სატელევიზიო პროექტების სავაჭრო ნიშნები (ბრენდები) საქართველოში, საქპატენტშიც აქვს დარეგისტრირებული?” – ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“სერიალ Слуга Народа-ს სავაჭრო ნიშანი პრეზიდენტობის პერიოდში დაარეგისტრირა. როგორც ჩანს, ზელენსკის მისი პროექტების საქართველოში განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, პრინციპში, ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდება, ამის დრო მერე აუცილებლად იქნება“. – წერს გიორგი კეპულაძე.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იძებნება ის სავაჭრო ნიშნები, რომლის დარეგისტრირებაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში გადაწყვიტა. ესენია –  Слуга Народа, 95-й Квартал და Лига Смеха.

აღსანიშნავია, რომ “ხალხის მსახურის” რეგისტრაციის თარიღად მითითებულია მიმდინარე წლის 28 მარტი, თუმცა, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, განაცხადი ბრენდის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, უწყებაში 2021 წლის 9 აპრილს შევიდა.

 

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას საქპატენტთან ცდილობს და ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g