LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ 359 მილიონი ლარი დახარჯეს

303
inclusive-Travel-Deals

2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 677.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა.

2019 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 367.3 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 269.8 ათასი ტურისტული და 215.0 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 58.9 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების  წილმა 36.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 29.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 45.3 პროცენტს შეადგენდა. 2019 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 191.9 ათასი და 112.1 ათასი ვიზიტი.

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 91.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 359.3 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 741.0 ლარს გაუტოლდა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g