LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში სამი მილიონი ადამიანის აცრა შესაძლოა სრულიად აღსრულებადი იყოს: ტიკარაძე

187
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 3 თვეში სამი მილიონი ადამიანის აცრის თაობაზე ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შესაძლოა „სრულიად აღსრულებადი“ იყოს.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს არც ვაქცინის დეფიციტი და აცრის სივრცეებიც ეწყობა, შესაბამისად, „მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის კონტროლი შესაძლებელია“.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ყველა უნდა შეეცადოს, სამი თვის განმავლობაში აცრის მაქსიმალური მაჩვენებელი იყოს და იდეალური იქნება, თუ სამ თვეში 3 მილიონი ადამიანი აიცრება.