LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი შესრულდა

93
1-20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%-ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15%-ით (80 732 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 900 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 41.19% ით (15 140 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 101%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 156 784 მგზავრი – 78 733 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 246 მგზავრს მოემსახურა, რაც 562 მგზავრით, შესაბამისად 82.16%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 195 მგზავრი მიიღო, რაც 110 მგზავრით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 5 200, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 4 640, ხოლო ჩარტერების 560. 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805.041 ტონა შეადგინა, რაც 1 753.213 ტონით, შესაბამისად, 43.27%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g