LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვეში, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა

161
ქალტა მი8მარტთ ძალადობა

საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ძალადობის შემთხვევათაგან 32 ფიზიკური ხასიათისაა, ყველაზე მეტი – 168 შემთხვევაში ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში სექსუალური ძალადობის 4 შემთხვევა, ხოლო იძულების 3- შემთხვევა იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, 183 შემაკავებელი ორდენი გამოიწერა. ამავე პერიოდში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 179 შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი, 111 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქალები, ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკში ხდებიან. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ქალებზე ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცების ყველაზე დიდი ნაწილიც, სწორედ 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები