LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3-თვიანი პაუზის შემდეგ, ენგურჰესი ამუშავდა

114
ipiccy-image

2021 წლის 27 აპრილს, 17.40-ზე ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო. სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.

„ვულოცავთ თითოეულ ენგურჰესელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და საქართველოს ენერგეტიკის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!“, – აცხადებენ ენგურჰესში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g