LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ივლისიდან ისრაელის მოქალაქეები საქართველოში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ – ჩვენი ქვეყანა “წითელ” სიაში შეიყვანეს

122
israel

30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

შეგახსენეთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები